Accessibility links

ლიბიის ოპოზიციამ რუსეთს მიმართა სამხედრო დახმარების მოთხოვნით


ლიბიის ოფიციალური პირების ცნობით, ქვეყნის აღმოსავლეთში მოქმედი ოპოზიციური მთავრობა, რომელიც ეწინააღმდეგება ტრიპოლიში მყოფ გაეროს მხარდაჭერით მოქმედ მთავრობას, რუსეთს მიმართა თავდაცვის სფეროში დახმარების თხოვნით. მათი თქმით, მათ რუსეთისგან უკვე მიიღეს მხარდაჭერის დაპირებები. „ჩვენი ოფიცრების უმეტესობამ წრთვნა რუსეთში გაიარა, ბევრი მათგანი რუსულად ლაპარაკობს და მათ ასევე იციან რუსული სამხედრო აღჭურვილობის გამოყენება“ - ამის შესახებ გუშინ უთხრა რუსეთის საინფორმაციო საგენტო „რია ნოვოსტის“ აგილა სალეჰმა, აღმოსავლეთ ლიბიის ქალაქ ტობრუკში მყოფი ოპოზიციური ხელისუფლების პარლამენტის პრესმდივანმა. აგილა სალეჰმა პირობა დადო, რომ ისლამისტების წინააღმდეგ მებრძოლი ოპოზიციური მთავრობის ჯარი რომელსაც ხალიფა ჰაფთარი ხელმძღვანელობს, ხელში ჩაიგდებს ნავთობით მდიდარ მიწებსა და პორტებს, რომელთაც ამ ეტაპზე ტრიპოლის ხელისუფლება აკონტროლებს. ჰაფთარი გასულ წელს ორჯერ ჩავიდა მოსკოვში, ესაუბრა რუსეთის თავდაცვის მინისტრს და ავიდა ლიბიის სანაპიროსთან მისულ რუსეთის ავიამზიდზე. სალეჰის განცხადებას წინ უსწრებდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებული ცნობა, რომ მას არ გაუგზავნია ჯარები ეგვიპტეში ლიბიის აღმოსავლეთ საზღვართან, ოპოზოციური მთავრობის მხარდასაჭერად.

XS
SM
MD
LG