Accessibility links

პაკისტანში 1998 წლის შემდეგ პირველად ტარდება მოსახლოების აღწერა


პაკისტანში, ბოლო ორ ათწლეულში პირველად, უსაფრთხოების მკაცრი ზომების პირობებში ტარდება მოსახლეობის აღწერა, რომელიც, ოფიციალურ წარმომადგენელთა თქმით, 15 მაისისთვის დასრულდება. პაკისტანის აღწერის სამსახურის უფროსი ასიფ ბაიას თქმით, პირველად პაკისტანის ისტორიაში აღწერასთან დაკავშირებულ გამოკითხვაში მონაწილეობას მიიღებენ პაკისტანში მცხოვრები ერთ მილიონამდე ავღანელი ლტოლვილი და ასევე ტრანსგენდერთა თემის წარმომადგენლები. ის სამოქალაქო პირები, რომლებიც ჩაატარებენ კარდაკარ გამოკითხვას, უზრუნველყოფილნი იქნებიან სპეციალური დაცვით. ამისათვის მობიზილებულია 200 ათასამდე ჯარისკაცი. პაკისტანში მოსახლოების აღწერა 1998 წლის შემდეგ აღარ ჩატარებულა. მაშინ მოსახლოების რაოდენობა შეადგენდა დაახლოებით 180 მილიონს. მოსახლოების სტატისტიკური ანალიზი საფუძველია ქვეყნის მოსამზადებლად ადგილობრივი არჩევნებისთვის, რომელიც მომავალ წელს უნდა გაიმართოს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG