Accessibility links

იტალია ევროკავშირს მოუწოდებს გააძლიეროს ბალკანეთის სახელმწიფოების მხარდაჭერა


იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანჯელინო ალფანომ მოუწოდა ევროკავშირს გააძლიეროს დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებისადმი მხარდაჭერა ევროკავშირში მათი ინტეგრაციის თვალსაზრისით, რათა დაეხმაროს მათ რეგიონში არსებულ ნაციონალისტურ წნეხთან გამკლავებაში. ბალკანეთის ისეთი სახელმწიფოები, როგორებიცაა ალბანეთი, სერბია, მაკედონია, ჩერნოგორია, ბოსნია-ჰერცეგოვინა და კოსოვო, სხვადასხვა საფეხურზე იმყოფებიან ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ბოლო პერიოდის როგორც შიდა პოლიტიკურმა დაპირისპირებებმა, ისე რეგიონის ქვეყნებს შორის გამძაფრებულმა ურთიერთობებმა მნიშვნელოვანი დაბრკოლებები წარმოქმნა ამ ქვეყნების ევროპულ ბლოკში გაწევრიანების საქმეში. „ბალკანეთის სახელმწიფოები სტრატეგიულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იტალიისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის“ - აღნიშნა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გუშინ ალბანეთში ვიზიტისას. მისივე თქმით, ევროკავშირმა კიდევ ერთხელ უნდა დაამტკიცოს თავისი, როგორც რეგიონის მთავარი პარტნიორის როლი, და გამოთქვას ბალკანეთის ქვეყნებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებული მტკიცე და კონკრეტული მესიჯი.

XS
SM
MD
LG