Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევმა შეაჩერა ყველა ტიპის სატვირთო გადაზიდვა სეპარატისტულ რეგიონებში


უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს განცხადებით, კიევმა შეაჩერა ყველა ტიპის სატვირთო გადაზიდვა რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიებზე. საბჭოს მდივანმა ალქესანდრ ტურჩინოვმა დღეს გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული განცხადება. პრეზიდენტის გადაწყვეტილება მოჰყვა სამთავრობო ღონისძიებებს, რომელთა მიზანი იყო უკრაინელების მიერ დაწესებული სარკინიგზო და საგზაო ბლოკადის შეჩერება. ბლოკადა შეეხებოდა ნებისმიერ სავაჭრო ურთიერთობებს სეპარატისტულ რეგიონებთან, რომლებიც აკონტროლებენ აღმოსავლეთ უკრაინის ნედლეულს, მათ შორის ქვანახშირის საბადოებს. გადაწყვეტილების თანახმად, ნებადართული იქნება მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთის გადაზიდვა დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით. უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სატვირთო გადაზიდვებზე დაწესებული აკრძალვა შენარჩუნდება მანამ, სანამ მოსკოვის მხარადაჭერით მოქმედი სეპარატისტები არ დათმობენ დონბასში განთავსებულ საწარმოებს და არ შეასრულდებენ 2015 წელს გაფორმებული მინსკის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.

XS
SM
MD
LG