Accessibility links

ოქსანა სევასტიდის ბადრაგი აიძულებდა პუტინის სახელზე შეწყალების მოთხოვნის დაწერას


ღალატში ბრალდებული რუსეთის მოქალაქე ოქსანა სევასტიდი, რომელიც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასულ კვირაში შეიწყალა, აცხადებს, რომ ბადრაგი მას აიძულებდა მოეთხოვა შეწყალება. ამის შესახებ დღეს გაავრცელა ინფორმაცია სევასტიდის ადვოკატმა, ივან პავლოვმა. მის მიერ ფეისბუკში გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვის ერთი-ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულების მანდატურმა ოქსანა სევასტიდს თებერვლის შუა რიცხვებში დეტალურად აუხსნა როგორ უნდა მიემართა პუტინისთვის შეწყალების თხოვნით. 2016 წლის მარტში 46 წლის სევასტიდის მიესაჯა შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მეგობრისთვის გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინების გამო, რომლის თანახმადაც, რუსულ მატარებელს მიჰქონდა სამხედრო აღჭურვილობა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მიმართულებით. სევასტიდის ადვოკატმა დღეს ისიც აღნიშნა, რომ შეწყალბამდე უზენაესმა სასამართლომ განიხილა სევასტიდის საჩივარი, რის შედეგადაც სასამართლომ უარი თქვა სევასტიდისთვის ბრალის აცილებაზე, თუმცა სამ წლამდე შეამცირა შვიდწლიანი პატიმრობის ვადა.

XS
SM
MD
LG