Accessibility links

დონალდ ტუსკის თქმით თურქეთის ხელისუფლება „სრულიად აცდენილია რელობას“


ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი გამოეხმაურა თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს ნიდერლანდის ფაშიზმში დადანაშაულებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ის „სრულიად აცდენილია რეალობას“. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოანმა ნიდერლანდი მოიხსენია, როგორც „ფაშიზმისა“ და „ნაციზმის ნარჩენი“, მას შემდეგ რაც ნიდერლანდმა თურქეთის ორ მინისტრს უარი უთხრა ქვეყანაში შესვლაზე. მათ მონაწილეობა უნდა მიეღოთ როტერდამში დაგეგმილ დემონსტრაციებში და ეზრუნათ თურქეთის მოქალაქეთა მხარდაჭერისთვის 16 აპრილის რეფერენდუმში, რომლის მიზანია, ერდოანის უფლებამოსილების გაფართოება. ევროპარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ტუსკმა როტერდამი მოიხსენია, როგორც „ერაზმუსის ქალაქი, რომელიც სრულად დაანგრიეს ნაცისტებმა და რომელსაც ახლა მაროკოელი მერი ჰყავს. თუ როტერდამში ვინმე ფაშიზმს ხედავს, ის სრულიად დაშორებულია რეალობას“. ტუსკის თქმით, „ნიდერლანდი ევროპაა და ევროპა ნიდერლანდია - თავისუფლებისა და დემოკრატიის ადგილი“.

XS
SM
MD
LG