Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში კვლავ გაიმართა აქციები უმუშევრობის გადასახადის გასაპროტესტებლად


ბელორუსიაში კვლავ გაიმართა აქციები უმუშევრობის გადასახადის გასაპროტესტებლად. მინსკში 2000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა საპროტესტო სვლაში, ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს გადაწყვეტილების გამო, დააწესოს გადასახადი მის მიერ „სოციალურ პარაზიტებად“ წოდებული პირებისათვის. ბელორუსიის ზოგ სხვა ქალაქში კი ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. წინა საპროტესტო გამოსვლებისას, რომლებიც ახალი გადასახადის შემოღებას მოჰყვა, ოპოზიციის ლიდერები და ჟურნალისტები დააკავეს, რაც უკვე დაგმეს აშშ-მა და ევროკავშირმა. ბელორუსიაში 15 მარტის აქციები ემთხვევა კონსტიტუციის დღის აღნიშვნას. მინსკში დემონსტრანტებმა ლუკაშენკოს გადადგომაც მოითხოვეს.

XS
SM
MD
LG