Accessibility links

აშშ-მა ბრალდება წაუყენა "იაჰუზე" თავდასხმაში ეჭვმიტანილ პირებს


აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ბრალდება წაუყენა რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ორ თანამშრომელს 2014 წელს კომპანია „იაჰუს“ წინააღმდეგ მოწყობილ ჰაკერულ თავდასხმასთან კავშირის გამო. ამ პირებიდან ერთ-ერთი წელს იანვარში დააკავეს მოსკოვში. ბრალდებულები, დმიტრი დოკუჩაევი და იგორ სუშჩინი, მუშაობდნენ რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში. შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, მათი და კიდევ ორი პირის სახელები უკავშირდება ჰაკერულ თავდასხმას, რომლის შედეგადაც, „იაჰუს“ შარშანდელი განცხადებით, მომხმარებლების 500 მილიონამდე ანგარიში გატეხეს. ორ სავარაუდო ჰაკერად, რომელთაც ასევე წაუყენეს ბრალდება, სახელდებიან ალექსეი ბელანი და ყაზახეთის მოქალაქე კარიმ ბარატოვი. ბრალდება, როგორც ჩანს, არ უკავშირდება აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ეროვნულ კომიტეტზე რუსეთის სავარაუდო ჰაკერულ თავდასხმასა და აშშ-ში 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიაში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიებას.

XS
SM
MD
LG