Accessibility links

რუსეთი აკრიტიკებს კიევის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს სატვირთო გადაზიდვები დონბასის ტერიტორიაზე


უკრაინა აცხადებს, რომ შეაჩერა ყველა ტიპის სატვირთო გადაზიდვები რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიებზე. ამ ნაბიჯზე გამოხმაურებისას, რუსეთმა კიევს მოუწოდა, გააუქმოს გადაწყვეტილება „ჰუმანიტარული კატასტროფის“ თავიდან ასაცილებლად. უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალქესანდრ ტურჩინოვმა 15 მაისს გააკეთა განცხადება სატვირთო გადაზიდვების შეჩერებაზე. მანამდე, საბჭოს სხდომაზე, პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გამოვიდა შესაბამისი წინადადებით. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც მთავრობამ ამ კვირაში მიმართა ზომებს, რათა ბოლო მოეღო სეპარატისტებთან ვაჭრობის მოწინააღმდეგე უკრაინელების მიერ მოწყობილი სარკინიგზო და საგზაო ბლოკადისათვის. აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტები აკონტროლებენ ტერიტორიას, რომელზეც ქვანახშირის მაღაროები და სხვა სამრეწველო ობიექტები მდებარეობს. პოროშენკოს გადაწყვეტილებით, ნებადართულია მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთის გადაზიდვა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში. გაეროს მონაცემებით, რომლებიც 15 მარტს გავრცელდა, სულ ცოტა, 9940 ადამიანია დაღუპული აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის გაზაფხულზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG