Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით იმყოფება აზერბაიჯანში


საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფება აზერბაიჯანში, სადაც მონაწილეობს ბაქოს მე-5, გლობალურ ფორუმში, სახელწოდებით „საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი.“ ფორუმს ესწრება მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის მოქმედი და ყოფილი ლიდერი. ბაქოს მე-5, გლობალური ფორუმის დღის წესრიგშია ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა და ევროპის მომავალი, მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლა და პოპულიზმისა და ექსტრემიზმის საფრთხე. ფორუმის სამუშაო ჯგუფების პირველ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტი ისაუბრებს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და საქართველოს როლზე საერთაშორისო ურთიერთობებში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბაქოში ვიზიტისას გიორგი მარგველაშვილი შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს და კიდევ რამდენიმე ქვეყნის ლიდერს.

XS
SM
MD
LG