Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიდერლანდში მემარჯვენე-ცენტრისტები დამაჯერებლად იმარჯვებენ


ჰოლანდიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, რაც ბიულეტენების 90%-ის გადათვლით მიღებულ შედეგს ემყარება, 15 მარტის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად იმარჯვებს ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია. 150 -ადგილიან პარლამენტში მემარჯვენე-ცენტრისტებს 33 ადგილი ექნებათ, რაც 8 მანდატით ნაკლებია, ვიდრე პარტიამ მიიღო 2012 წლის არჩენებში. მეორე ადგილს იკავებს გერტ ვილდერსის ულტრამარჯვენე პარტია, რომელმაც წინ არჩევნებთან შედარებით ხუთი მანდატით მეტი მიიღო და, თუ შედეგები არ შეცვლება, პარლამენტში 20 დეპუტატი ეყოლება. მესამე-მეოთხე ადგილებზე გავიდნენ და შესაბამისად პარლამენტში 19-19 დეპუტატი ეყოლებათ ნიდერლანდის „ქრისტიან-დემოკრატიული მოწოდებისა“ და „დემოკრატ-ცენტრისტ 66-ის“ პარტიებს. 15 მარტს გამართულ საპარლამეტო არჩევნებში ამომრჩეველთა სარეკორდო რაოდენობამ, 81%-მა მიიღო მონაწილოება.

XS
SM
MD
LG