Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი იმუქრება, რომ უარს იტყვის ევროკავშირთან დევნილთა თაობაზე მიღწეულ შეთანხმებაზე


თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 15 მარტს განაცხადა, რომ ანკარა უარს იტყვის ევროკავშირთან დევნილთა თაობაზე მიღწეულ მნიშვნელოვან შეთანხმებაზე, რაც თურქეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გაუარესების ბოლო გამოვლინებაა. გასულ წელს ანკარამ და ბრიუსელამ მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად თურქეთი საკუთარ ტერიტორიაზე მიიღებდა ევროპის ქვეყნებიდან დაბრუნებულ დევნილებს, რისთვისაც ფინანსური დახმარების სახით ევროკავშირიდან მიიღებდა 6 მილიარდ ევროს, სანაცვლოდ თურქეთის მოქალაქეები უვიზოდ შეძლებდნენ ევროკავშირში მოგზაურობას. ურთიერთობა თურქეთსა და ევროკავშირს შორის უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც გერმანიამ და ნიდერლანდმა, თავიანთი ქვეყნების ტერიტორიებზე, თურქეთის პრეზიდენტის მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობაზე უარი უთხრეს თურქ მინისტრებს. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოანმა ნიდერლანდისა და გერმანიის ხელისუფლებების ასეთ ქმედებას „ნაცისტური“ უწოდა.

XS
SM
MD
LG