Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა და უმრავლესობა ბათუმის მოვლენების გამო პასუხისმგებლობას აკისრებს „ნაციონალურ მოძრაობას“


საყოველტაოდ ცნობილია, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა სცადეს ბათუმში სიტუაციის თავისი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და ბოდიში მოიხადოს. რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ჩუგოშვილის თქმით, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ აქვს და ამასთან დაკავშირებით საგამოძიებო სტრუქტურებმა უნდა ისაუბრონ. ოპოზიციურ "ნაციონალურ მოძრაობაში" ამ ბრალდებებს უარყოფენ და ბათუმში მომხდარ არეულობას საქართველოს ხელიუსფლების "უუნარობას" აბრალებენ. 12 მარტს, პოლიციის პატრულის ქმედებით გაბრაზებულმა ადამიანებმა ქვები დაუშინეს სამართალდამცველებს, იერიში მიიტანეს აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობაზე და ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის რამდენიმე მანქანას. აქციის დასაშლელად პოლიციის სპეცრაზმმა რეზინის ტყვიები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. მასობრივი არეულობის გამო პოლიციამ ჯამში 70 -ზე მეტი ადამიანი დააპატიმრა.

XS
SM
MD
LG