Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ სანქციები დაუწესა რუსულ კაპიტალზე მომუშავე ხუთ უკრაინულ ბანკს


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სანქციები დაუწესა რუსულ კაპიტალზე მომუშავე 5 უკრაინულ ბანკს, რომლებსაც ეკრძალებათ ფულის გამოტანა სათაო საბანკო სტრუქტურების სასარგებლოდ. ინფორმაცია სანქციების შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე 16 მარტს გამოქვეყნდა. ერთწლიანი ვადით შემოღებული სანქციები ვრცელდება უკრაინის „სბერბანკზე“, „ვიესტე ბანკზე“, „სააქციო კომერციულ სამრეწველო-საინვესტიციო ბანკზე“, „ვითიბისა“ და „ბმ ბანკზე“.

XS
SM
MD
LG