Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთმა ერთი თვის შემდეგ გაავრცელა ცნობა ქართველების დანაშაულებრივი ჯგუფის შესახებ


ესპანეთის პოლიციის ცნობით, საქართველოს 48 მოქალაქის დაკავება გასულ თვეს, თებერვალში განხორციელდა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ინფორმაცია მხოლოდ დღეს გაავრცელეს.ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ იუწყება ესპანეთის ეროვნული პოლიციის პრესსამსახურზე დაყრდნობით. წყაროს ცნობით, ეროვნული პოლიციის აგენტებმა 48 პირი დააკავეს და 600-მდე საიუველირო ნაკეთობა ამოიღეს ქართული მაფიის წინააღმდეგ ოპერაციის ფარგლებში. აღნიშნული ოპერაციისა და განხორციელებული დაკავებების შედეგად 40-მდე საქმე გაიხსნა, რომელიც დაკავებულების მიერ მადრიდსა და მურსიაში იყო ჩადენილი. ესპანეთის პოლიცია ასევე აცნობებს მოქალაქეებს, რომ ოპერაციისას ამოღებული საიუველირო ნაკეთობები ეროვნული პოლიციის მადრიდის სამმართველოში იქნება გამოფენილი, სადაც აღნიშნული დანაშაულებრივი ჯგუფის მსხვერპლთ შეეძლებათ მოვიდნენ და ამოიცნონ თავიანთი საკუთრება.

XS
SM
MD
LG