Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერი 17 მარტს ჩავა აშშ-ში


14 მარტს დაგეგმილი ვიზიტის ნაცვლად, რაც აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე ჩამოწოლილი ძლიერი ბურანის გამო გადაიდო, გერმანიის კანცლერი აშშ-ში 17 მარტს ჩავა. ანგელა მერკელი უკვე ბერლინის აეროპორტში იმყოფებოდა, როდესაც მას პირადად დონალდ ტრამპმა დაურეკა და მიაწოდა ინფორმაცია ამინდის მდგომარეობის შესახებ და გერმანიის კანცლერს ვიზიტის გადავადება სთხოვა. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი 17 მარტს ვაშინგტონში გამართავენ პირველ შეხვედრას, რომლის დღის წესრიგში, სხვა საკითხებთან ერთად, ნატოს მომავალი და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი იქნება. აშშ-ის წინა პრეზიდენტის, ბარაკ ობამასაგან განსხვავებით, რომელიც ანგელა მერკელს თავის „მჭიდრო უცხოელ პარტნიორს“ უწოდებდა, აშშ-ის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერი „ქვეყნის დანგრევაში“ დაადანაშაულა.

XS
SM
MD
LG