Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთმა გრანტი გამოყო თბილისის წყალდიდობის დროს დაზარალებულთა მხარდასაჭერად


უნგრეთის მთავრობამ წითელი ჯვრის საზოგადოებას გამოუყო 32 000 ევროს გრანტი თბილისში, 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი წყალდიდობით დაზარალებულების მხარდასაჭერად. შეთანხმებას თბილისში მოაწერეს ხელი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ. მისი განცხადებით, თანხა მოხმარდება წყალდიდობით დაზარალებული მოქალაქეების დახმარებას და ბავშვების ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას.

XS
SM
MD
LG