Accessibility links

ტილერსონი: საფრთხის შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაც განიხილება


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი აცხადებს, რომ ჩრდილოეთი კორეის მხრიდან საფრთხის გაძლიერების შემთხვევაში სამხედრო ოპერაციაც იქნება განხილული. 17 მარტს სეულში გამოსვლისას ტილერსონმა განაცხადა, „სტრატეგიული მოთმინების“ პოლიტიკა დასრულდა და ვაშინგტონი ფხენიანის წინააღმდეგ განიხილავს დიპლომატიური, ეკონომიკური და სამხედრო ზომების სპექტრს, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის გარშემოო. ამასთან, ტილერსონმა დაიცვა სამხრეთ კორეაში აშშ-ის ანტისარაკეტო სისტემის განთავსება - ნაბიჯი, რომელმაც ჩინეთის და ჩრდილოეთ კორეის გულისწყრომა გამოიწვია. ტილერსონის თქმით, ვაშინგტონს არ სურს სამხედრო კონფლიქტი, მაგრამ ფხენიანის მხრიდან მისი მეზობლებისთვის, ან აშშ-ისთვის შექმნილ საფრთხეს „შესაფერისი პასუხი“ გაეცემა.ტილერსონის თქმით, ჩრდილოეთ კორეას და მის ხალხს აშშ-ის შიში თავისთავად არ უნდა ჰქონდეთ.

XS
SM
MD
LG