Accessibility links

ევროკავშირი 600 მილიონ ევროს გამოჰყოფს უკრაინის ეკონომიკის დასახმარებლად


ევროკომისიამ თანხმობა განაცხადა უკრაინისთვის 600 მილიონი ევროს გამოყოფაზე ამ ქვეყნის ეკონომიკის დასახმარებლად - რითიც დასრულდა თვეების განმავლობაში არსებული შეფერხება სესხის პირობების გამო. ევროკავშირი უკრაინას სთხოვდა ჯერ მოეხსნა უკრაინის ხის მასალების ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა, თუმცა ბოლოს შეარბილა ეს მოთხოვნა და განაცხადა, რომ ახლა უკვე შეიძლება თანხის გამოყოფა, რადგან მთავრობამ წარადგინა ამ ზომის შემცვლელი კანონპროექტი. „უკრაინამ დიდი ძალისხმევა გასწია მისი ეკონომიკის სტაბილურობის და რეფორმირებისთვის, მის მიწაზე მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის მიუხედავადო“, განაცხადა კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკიმ 16 მარტს. ევროკავშირმა სესხს დაუკავშირა ეკონომიკის მოდერნიზების და კორუფციასთან ბრძოლის მოთხოვნები. ამ პაკეტით ევროკავშირის მხრიდან უკრაინისთვის გამოყოფილი სესხი 2,8 მილიარდ ევროს უტოლდება, 2014 წლიდან.

XS
SM
MD
LG