Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი იმუქრება, რომ ევროპას ყოველთვიურად 15,000 ლტოლვილს გაუგზავნის


თურქეთი იმუქრება, რომ ევროკავშირში ყოველთვიურად 15,000 ლტოლვილს გაგზავნის - რაც წარმოადგენს მორიგ ესკალაციას ანკარასა და ევროკავშირს შორის არსებულ დიპლომატიურ კონფლიქტში. თურქეთი აქამდეც გამოვიდა გაფრთხილებით, რომ შესაძლოა გააუქმოს ევროკავშირთან 2016 წლის მარტში გაფორმებული შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირში ლტოლვილთა შედინების შეკავებას. თურქეთის მხრიდან ეს გაფრთხილება პასუხია ევროპაში მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რომელთა თანახმად თურქეთის მინისტრებს აეკრძალათ ევროპაში პოლიტიკური კამპანიის ჩატარება. გერმანიის მთავრობის პრესმდივნის მიერ 17 მარტს გაკეთებული განცხადებით, ჯერჯერობით არ ჩანს ნიშნები, რომ ანკარამ შეთანხმება მართლაც გააუქმა. დიპლომატიური კრიზისი მას შემდეგ გაღრმავდა, რაც ჰოლანდიამ და გერმანიამ თურქეთის მინისტრებს უარი უთხრეს მათ ქვეყნებში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეების წინაშე აქციებზე გამოსვლაზე საიმისოდ, რომ ისინი 16 აპრილს დანიშნულ რეფერენდუმში ჩაერთოთ. ამ რეფერენდუმით გაიზრდება პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის უფლებამოსილება. მინისტრების აქციებზე არდაშვების პასუხად ერდოანმა გერმანია „ნაცისტური პრაქტიკების“ ქონაში დაადანაშაულა, ჰოლანდიას კი ბოსნიაში, სრებრენიცაში 1995 წელს მომხდარ მასობრივ ხოცვა-ჟლეტაში დასდო ბრალი.

XS
SM
MD
LG