Accessibility links

დონალდ ტრამპი ვაშინგტონში, თეთრ სახლში მასპინძლობს ანგელა მერკელს


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ხვდება გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს. მათ ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს, ვიდრე დაიწყებდნენ მოლაპარაკებას, რომელიც, ბევრის ვარაუდით, იოლი არ იქნება რამდენიმე საკითხზე, მათ შორის ნატოსა და იმიგრაციაზე, აზრთა სხვაობის გამო. შეხვედრა სამი დღით ადრე უნდა გამართულიყო, მაგრამ შეერთებულ შტატებში უამინდობის გამო გადაიდო. აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე ტრამპის წინამორბედის, ბარაკ ობამას უახლოეს პოლიტიკურ მოკავშირედ წლების მანძილზე ითვლებოდა სწორედ ანგელა მერკელი მაშინ, როცა ტრამპმა, ჯერ კიდევ პრეზიდენტად არჩევამდე, „კატასტროფული შეცდომა“ უწოდა მერკელის ლმობიერ პოლიტიკას იმიგრაციის საკითხში. ამასთან, დონალდ ტრამპი მოითხოვს გერმანიისა და ნატოს ზოგი სხვა წევრისაგან სამხედრო ხარჯების მკვეთრად გაზრდას. სამხედრო ხარჯები კი რთული თემაა გერმანიისათვის, რომელშიც მეორე მსოფლიო ომის კატასტროფის შემდეგ ძლიერი პაციფისტური ტრადიცია დამკვიდრდა. მოგვიანებით გაიმართება ორი ლიდერის ერთობლივი პრესკონფერენცია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG