Accessibility links

თეთრ სახლში დასრულდა შეხვედრა დონალდ ტრამპსა და ანგელა მერკელს შორის


თეთრ სახლში დასრულდა შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის. ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც ამ შეხვედრას მოჰყვა, ტრამპმა განაცხადა, რომ საჭიროა „მშვიდობიანი გზით“ გადაწყდეს კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც, სულ მცირე, 9 940 ადამიანი დაიღუპა კიევის შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის მიმდინარე ომში. მან ასევე მადლობა გადაუხადა გერმანიის კანცლერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს მათი შუამავლობის გამო 2015 წელს ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების საქმეში, რომელიც კონფლიქტის დასრულებას ისახავდა მიზნად. ტრამპი ამბობს, რომ მას სურს ურთიერთობების გაუმჯობესება მოსკოვთან, თუმცა მისმა ადმინისტრაციამ მკაცრად გააკრიტიკა რუსეთი 2014 წელს ყირიმის ანექსიისა და სეპარატისტების მხარდაჭერის გამო. რუსეთთან ურთიერთბების გაუმჯობესების საჭიროებაზე ისაუბრა ანგელა მერკელმაც, თუმცა აღნიშნა, რომ პირველ რიგში უნდა მოგვარდეს კონფლიქტი უკრაინაში. ტრამპმა გააცხადა, რომ შეხვედრაზე მან ხაზი გაუსვა ვაშინგტონის „ძლიერ მხარდაჭერას“ ნატოს მიმართ, მაგრამ ალიანსის წევრებმა ხარჯების „სამართლიანი წილი“ უნდა იტვირთონ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG