Accessibility links

თეთრი სახლი ასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას იმიგრაციის შეზღუდვის დაბლოკვაზე


აშშ-ის მთავრობამ 17 მარტს გამოაცხადა, რომ ასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომლებითაც დაიბლოკა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სააღსრულებო განკარგულება იმიგრაციის საკითხზე. იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, ის ასაჩივრებს მერილენდის შტატის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც შეაჩერა ტრამპის 6 მარტის განკარგულება, დროებით აიკრძალოს შეერთებულ შტატებში ექვსი ქვეყნის მოქალაქეების შეშვება. ეს ქვეყნები, უმეტესწილად, მუსლიმებით არის დასახლებული. მერილენდის სასამართლოს გადაწყვეტილებამ ძალაში დატოვა ტრამპის განკარგულების ის ნაწილი, რომლითაც ოთხი თვით იკრძალება შეეერთებულ შტატებში ლტოლვილების მიღება. სამაგიეროდ განკარგულების ორივე დებულება შეაჩერა ჰავაის საოლქო სასამართლომ. საქმე ეხება უკვე მეორე განკარგულებას, რომელიც ტრამპმა გასცა იმიგრაციის შეზღუდვის მიზნით. პირველი განკარგულება ასევე სასამართლოებმა დაბლოკეს. ახალი განკარგულებით, აშშ-ში შესვლა დროებით ეკრძალებათ ირანის, სირიის, ლიბიის, სუდანის, სომალისა და იემენის მოქალაქეებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG