Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერპორლმა გამოაცხადა ძებნა გიგა ოთხოზორიას მკვლელობისათვის მსჯავრდებულ პირზე


ინტერპოლმა გამოაცხადა ძებნა გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულ რაშიდ კანჯიოღლიზე. ეს ინფორმაცია ინტერპოლის ვებსაიტზე გამოქვეყნდა. გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს მოკლეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. როგორც გამოძიებამ დაადგინა, ოთხოზორია მოკლა ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულმა რაშიდ კანჯიოღლიმ. მას დაუსწრებლად წარუდგინეს განზრახ მკვლელობის ბრალდება და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.
რაშიდ კანჯიოღლის საქართველოსთვის გადაცემის საკითხს ქართული მხარე მუდმივად აყენებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების გალის შეხვედრებზე.

XS
SM
MD
LG