Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სახიფათოდ მიიჩნევს დაძაბულობას ჩრდილოეთ კორეის გარშემო


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის შეფასებით, კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობამ სახიფათო დონეს მიაღწია და ვაშინგტონი ჩინეთთან ერთად იმუშავებს რეგიონში კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. ტილერსონმა ეს განცხადება გააკეთა 18ტ მარტს პეკინში ჩინელ კოლეგასთან, ია ვანგთან შეხვედრის შემდეგ. „ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ი ვანგმა და მე ძალიან ვრცლად ვისაუბრეთ ჩრდილოეთ კორეის შესახებ და მინისტრმა ვანგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩინეთის მრავალწლიანი პოლიტიკური კურსი კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციისაკენ“, - განაცხადა ტილერსონმა ჩინეთში, სადაც დაასრულებს აღმოსავლეთ აზიის ტურნეს. ვიზიტების დროს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შეშფოთებას ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამისა და ბალისტიკური რაკეტების გამო. 17 მარტს ტილერსონმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ გამორიცხავს არც სამხედრო ზომებს, ფხენიანიდან საფრთხის მატების შემთხვევაში. პაკინში ორდღიანი ვიზიტისას, ტილერსონი შეხვედება პრეზიდენტ სი ძინპინსაც.

XS
SM
MD
LG