Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპმა ანგელა მერკელთან შეხვედრისას დაადასტურა ნატოსადმი მხარდაჭერა


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან შეხვედრისას დაადასტურა ნატოს მიმართ მხარდაჭერა, მაგრამ კიდევ ერთხელ მოითხოვა ნატოელი მოკავშირეებისაგან სამხედრო ხარჯების გაზრდა. ამ თემას ის შეეხო თეთრ სახლში 17 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის რანგში პირველად შეხვდა მერკელს. თავის მხრივ, კანცლერმაც აღნიშნა, რომ გერმანია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ნატოს და მის ფარგლებში თანამშრომლობას. „ნატო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და უელსში ნატოს სამიტის დროს ტყუილად არ გვითქვამს, რომ გერმანიაც გაზრდის თავდაცვის ხარჯებს. ჩვენი მიზანია 2020 წლამდე ხარჯები გავზარდოთ მთლიანი შიდა პროდუქტის ორ პროცენტამდე, რისი პირობაც უელსში დავდეთ. შარშან ჩვენი თავდაცვის ხარჯები უკვე გავზარდეთ და კვლავ განვაგრძობთ ამ მიმართულებით მუშაობას“, განაცხადა მერკელმა ვაშინგტონში. შარშან, შეერთებულ შტატებში წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა ნატოელი მოკავშირეები სამხედრო ძალების არასაკმარისად დაფინანსებისათვის.17 მარტს მერკელმა და ტრამპმა ასევე ისაუბრეს უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების აუცილებლობაზე.

XS
SM
MD
LG