Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია იმუქრება თურქი პოლიტიკოსების საჯარო გამოსვლების აკრძალვით


გერმანია თურქ პოლიტიკოსებს ემუქრება საჯარო გამოსვლების აკრძალვით, ანკარასა და ევროპას შორის დიპლომატიური კრიზისის გამწვავების ფონზე. კრიზისი დაიწყო მას შემდეგ, რაც ნიდერლანდმა და გერმანიამ უფლება არ მისცეს თურქ მინისტრებს, გამოსულიყვნენ აქციებზე, რომლებიც ემსახურება ამ ქვეყნებში მცხოვრები ეთნიკური თურქების დარწმუნებას, მხარი დაუჭირონ პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის უფლებამოსილების გაზრდას. თურქეთში 16 აპრილს გაიმართება რეფერენდუმი პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხზე. საპასუხოდ ერდოანმა გერმანია და ნიდერლანდი ნაცისტებს შეადარა და გაიხსენა 1995 წელს სრებრენიცაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა, რომელზე პასუხისმგებლადაც ჰოლანდიელები გამოაცხადა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზიგმარ გაბრიელის განცხადებით, რომელიც მან გერმანიის ავტორიტეტიან გამოცემა „შპიგელთან“ ინტერვიუში გააკეთა, ბერლინი მიმართავს „საჭირო ზომებს, თუ ანკარა არ დაემორჩილება გერმანიის კანონებს.

XS
SM
MD
LG