Accessibility links

ერაყის ჯარები წინ მიიწევენ ქალაქ მოსულში ექსტრემისტებთან ბრძოლაში


ერაყის ჯარებმა წინ წაიწიეს ქალაქ მოსულის ისტორიულ ნაწილში, სადაც გრძელდება შეტაკებები ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებთან. ერაყის ჯარებმა თებერვალში დაიწყეს სამხედრო ოპერაცია მოსულის დასავლეთ ნაწილზე კონტროლის აღსადგენად. მათ მხარდაჭერას უწევს აშშ-ის სამხედრო ავიაცია. მოსულის აღმოსავლეთი ნაწილი იანვარში გადავიდა ერაყის ჯარების ხელში. ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს ელიტური შენაერთის, სწრაფი რეაგირების ძალების წარმომადგენლის ინფორმაციით, მთავრობის ჯარები უახლოვდებიან ალ-ნურის მეჩეთს. მეჩეთის აღებას დიდ სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებენ, რადგან „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ სწორედ იქ გამოაცხადა 2014 წელს თავისი ე.წ. სახალიფო.

XS
SM
MD
LG