Accessibility links

პარიზის აეროპორტში მოკლული პირი ეჭვმიტანილი იყო რადიკალურ ისლამთან კავშირში


საფრანგეთის უშიშროების ძალებმა პარიზის აეროპორტში მოკლეს მამაკაცი, რომელმაც ჯარისკაცისათვის იარაღის წართმევა სცადა. ინციდენტი მოხდა პარიზში სიდიდით მეორე, ორლის აეროპორტში. ის თანდათან უბრუნდება ჩვეულ სამუშაო რეჟიმს. ოფიციალური პირები თავდამსხმელს მოიხსენიებენ საფრანგეთის მოქალაქედ, 39 წლის მამაკაცად, რომელიც ეჭვმიტანილი იყო რადიკალურ ისლამთან კავშირში. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბრუნო ლე რუმ დაადასტურა, რომ თავდამსხმელი უცნობი არ იყო პოლიციისა და დაზვერვის სამსახურებისათვის. ცნობების თანახმად, 18 მარტის დილას, აეროპორტში თავდასხმამდე. მან მანქანიდან ესროლა პოლიციელს პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში. პოლიციელი მსუბუქად დაიჭრა. პოლიციის წყაროებზე დაყრდნობით, ეჭვმიტანილს მოიხსენიებენ ზიედ ბენ ბელგაკემად, რომელიც ნასამართლევი იყო ნარკოტიკებთან და შეიარაღებულ თავდასხმასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე. საფრანგეთში ჯერ კიდევ ძალაშია საგანგებო მდგომარეობა, რომელიც გამოცხადდა პარიზში 2015 წლის თავდასხმების შედეგად 130 ადამიანის დაღუპვის შემდეგ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG