Accessibility links

სირიელი მეამბოხეები ტოვებენ ბოლო რაიონს ქალაქ ჰომსში


სირიელი მეამბოხეები და მათი ოჯახები ტოვებენ ბოლო დასაყრდენს ქალაქ ჰომსში, რასაც ითვალისწინებს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ევაკუაციის გეგმა. 18 მარტს დაიწყო ალ-ვაირის რაიონიდან ხალხის ავტობუსებით გაყვანის პროცესი. ჰომსის გუბერნატორი, თალალ ბარაზი მოელის, რომ ქალაქიდან გაემგზავრება 1500-მდე ადამიანი, მათ შორის, სულ ცოტა, 400 მეამბოხე და მიაშურებს ოპოზიციის მიერ გაკონტროლებულ რეგიონს ალეპოს ჩრდილო-აღმოსავლეთით. ჰომსი თავიდანვე იყო სირიაში 2011 წლის გაზაფხულზე დაწყებული ამბოხების ეპიცენტრი. ამასობაში, მთავრობის ჯარებმა დაიპყრეს მთელი ქალაქი ალ-ვაირის რაიონის გარდა. რაიონი, რომელშიც 75 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, 2013 წლის მიწურულიდან იყო ალყაშემორტმული.

XS
SM
MD
LG