Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში მოითხოვენ ციხიდან გამოსული აქტივისტის გარდაცვალების გამოძიებას


სომხეთის დედაქალაქში ზედიზედ მესამე დღეს გაიმართა აქცია აქტივისტ არტურ სარგსიანის სიკვდილის გარემოებების სრულად გამოძიების მოთხოვნით. 49 წლის სარგსიანი 16 მარტს გარდაიცვალა - სულ რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ციხიდან გამოუშვეს. მანამდე მან 25 დღე იშიმშილა. მისი ერთ-ერთი ექიმის თანახმად, სარგსიანი გულის უკმარისობით გარდაიცვალა. დაწყებულია გამოძიება. აუტოფსია 18 მარტისათვის იყო დანიშნული, მაგრამ სარგსიანის ოჯახის თხოვნით გადაიდო, რადგან მას სურს საქმეში უცხოელი, დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვა. სარგსიანი დაკავებული იყო შარშან ზაფხულში შეიარაღებული ოპოზიციონერების დახმარებაში ბრალდების საფუძველზე. შაბათს ერევანში რამდენიმე ასეული დემონსტრანტი შეიკრიბა.

XS
SM
MD
LG