Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში აკრძალეს ნავალნის ანტიკორუფციული აქცია


ქალაქ მოსკოვის ადმინისტრაციამ აკრძალა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მიერ დაგეგმილი ანტიკორუფციული აქციის გამართვა. ნავალნიმ 18 მარტს თავის ვებსაიტზე გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც მას ქალაქის ადმინისტრაცია ატყობინებს, რომ მოსკოვის ცენტრში დაგეგმილი აქცია დაბრკოლებას შეუქმნის მოძრაობას და ინფრასტრუქტურას და დაარღვევს მცხოვრებთა უფლებებს. სააგენტო „ინტერფაქსს“ მოაქვს ქალაქის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის, ვლადიმირ ჩერნიკოვის სიტყვები - რომ აქციის აკრძალვის გადაწყვეტილება „საბოლოოა“. ნავალნიმ 14 მარტს შეიტანა განაცხადი მოსკოვის მთავარ ქუჩაზე მსვლელობის გამართვის შესახებ, რომელიც კრემლთან აქციით უნდა დასრულებულიყო. ვარაუდობდნენ, რომ აქციაში 15,000-მდე მოქალაქე მიიღებდა მონაწილეობას. საერთო ჯამში ამ დღეს 53 აქცია უნდა გამართულიყო. ქალაქის მესვეურებს არ შეუთავაზებიათ სხვა ადგილი, რასაც ნავალნი უკანონობად მიიჩნევს. კორუფციასთან ბრძოლით ცნობილმა აქტივისტმა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოწინააღმდეგემ, ალექსეი ნავალნიმ დეკემბერში განაცხადა, რომ 2018 წლის მარტში მონაწილეობას მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში - რომელშიც, როგორც ვარაუდობენ, პრეზიდენტი პუტინი მეოთხე ვადით მოიპოვებს გამარჯვებას.

XS
SM
MD
LG