Accessibility links

შეტაკებების ფონზე ხალხი დასავლეთ მოსულს ტოვებს


ერაყის სიდიდით მეორე ქალაქში, მოსულში, მთავრობის ძალები განაგრძობენ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ განდევნის ოპერაციას. არმიამ პოზიციები გაიმყარა ქალაქის ძველ ნაწილთან და სტრატეგიული მნიშვნელობის მეჩეთთან, შეტაკებების ფონზე მოსულის დასავლეთს ათასობით ერაყელი ტოვებს. ოფიციალურმა პირებმა 18 მარტს განაცხადეს, რომ ერაყის ძალებს ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდათ კამპანიის მსვლელობაში. „ისლამური სახელმწიფოს“ საწინააღმდეგო ეს სამხედრო კამპანია 19 თებერვალს დაიწყო, აშშ-ის საჰაერო მხარდაჭერის თანხლებით. მანამდე, იანვარში, მთავრობის ძალებმა ას დღიანი ბრძოლის შემდეგ მოსულის აღმოსავლეთი დაიკავეს. ქალაქში წყლის და საკვების სიმწირეა, ახლად გათავისუფლებულ ადგილებში მწვავედ დგას უსაფრთხოების პრობლემა. აშშ-ის ოფიციალური პირების შეფასებით, შეტევის საწყის ეტაპზე დასავლეთ მოსულში იმყოფებოდა 750,000-მდე სამოქალაქო პირი და „ისლამური სახელმწიფოს“ 2000-მდე მეომარი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG