Accessibility links

გარდაიცვალა მუსიკოსი გია ჭირაქაძე


79 წლის ასაკში გარდაიცვალა მუსიკოსი და მომღერალი გია ჭირაქაძე. როგორც იუწყებიან, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა იყო. გია ჭირაქაძე წლების განმავლობაში იყო პოპულარული ანსამბლის, „ქართული ხმების“ წევრი, შემდეგ ანსამბლ „დიელოს“ წევრი. მას ასევე ხანგრძლივი სატელევიზიო კარიერა ჰქონდა, 18 წელი მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე. გია ჭირაქაძე იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი. 2016 წლის 21 სექტემბერს, მომღერლის დაბადების დღეზე, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ, მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG