Accessibility links

ყირიმში იწყება ჩვენი რადიოს კორესპონდენტის სასამართლო პროცესი


ყირიმში იწყება ჩვენი რადიოს კორესპონდენტის, სეპარატიზმის მხარდაჭერაში ბრალდებული მიკოლა სემენას სასამართლო პროცესი. სემენას ასამართლებენ მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის გაკრიტიკების, აგრეთვე უკრაინელი აქტივისტების მიერ ყირიმის ბლოკადის მიმართ მხარდაჭერის გამოთქმის გამო. სიმფეროპოლში სემენას სასამართლო პროცესის დაწყების ფონს ქმნის საერთაშორისო თანამეგობრობის კრიტიკა რუსეთის მიმართ, შეწყვიტოს ჟურნალისტის სამართლებრივი დევნა. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში სემენას, რომელიც 66 წლისაა, ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება. მან 2015 წელს დაწერა ჩვენი რადიოს ვებსაიტის "კრიმ.რეალიისთვის" სტატია, რომლის გამოც ყირიმი მას ადანაშაულებს „რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ“ მოწოდებაში. სემენას ეკრძალება ყირიმის დატოვება. გასულ კვირაში ევროპარლამენტმა მიიღო მიმართვა მოსკოვისადმი, გაათავისუფლოს უკრაინის 30-ზე მეტი მოქალაქე, რომელიც ან დაპატიმრებულია, ან სხვა სახით ეზღუდება თავისუფლება. რუსეთმა 2014 წლის მარტში მოახდინა უკრაინის კუთვნილი ყირიმის უკანონო ანექსია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG