Accessibility links

მოლდავეთში დააპატიმრეს ყოფილი პარლამენტარი რუსეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით


მოლდავეთში დააპატიმრეს ყოფილი პარლამენტარი, იურიე ბოლბოჩეანუ, მედიაში 19 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანით. ეს ინფორმაცია გავრცელდა სამართალდამცველ უწყებათა ანონიმ წარმომადგენელზე დაყრდნობით. ბოლბოჩეანუ დაკავებულია 17 მარტიდან, მის ბინაში ჩხრეკის ჩატარების შემდეგ. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსი", დაპატიმრების ორდერზე მოყვანილ ინფორმაციაზე მითითებით. მედიის ცნობით, დაპატიმრების ორდერში ნათქვამია, რომ ბობოჩეანუს კონტაქტი ჰქონდა კიშინიოვში რუსეთის სამხედრო ატაშესთან. მოლდავეთზე რუსეთის გავლენა ბოლოხანს მზარდ შეშფოთებას იწვევს. ამ თვეში მოლდავეთის მთავრობამ გააფრთხილა ოფიციალური პირები, ნუ ჩავლენ რუსეთში უშიშროების სამსახურის მუშაკების მხრიდან არაკორექტულად მოპყრობისა და ზეწოლის გამო, რაც მიჩნეულია ანგარიშსწორებად გამოძიებისათვის, რომელიც ეხება მოლდავეთის მეშვეობით რუსეთიდან ფულის (22 მილიარდამდე დოლარის) სავარაუდო გათეთრებას.

XS
SM
MD
LG