Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოკიოში იმართება იაპონელი და რუსი მინისტრების შეხვედრა "ორი პლუს ორის" ფორმატით


ტოკიოში იმართება იაპონიისა და რუსეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, "ორი პლუს ორი", რომელიც ეთმობა რეგიონული უსაფრთხოებისა და სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებს. ტოკიოში დღეს იმართება პირველი ასეთი შეხვედრა 2013 წლის ნოემბერში ფორმატის შექმნის შემდეგ. აქამდე შეხვედრები უქმდებოდა უკრაინაში კრიზისის გამო, რადგან იაპონია შეუერთდა მოსკოვის საწინააღმდეგო სანქციებს, ყირიმის მიერთებისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერისათვის. იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ფუმიო კიშიდა ხვდება რუს კოლეგა სერგეი ლავროვს, ხოლო იაპონიის თავდაცვის მინისტრი, ტომომი ინადა - რუს მინისტრ სერგეი შოიგუს. დღესვე იმართება შეხვედრა ოთხივე მინისტრის მონაწილეობით. შეხვედრის ფონს ქმნის რეგიონში გაზრდილი დაძაბულობა ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის გამო.

XS
SM
MD
LG