Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიამ და რუსეთმა ვერ მიაღწიეს გარღვევას კურილის კუნძულებზე უთანხმოების მოსაგვარებლად


იაპონია და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროებში. ამ საკითხებზე ისაუბრეს ორი ქვეყნის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების, ანუ "ორი პლუს ორის" ფორმატით გამართულ შეხვედრაზე. მაგრამ მინისტრებმა ვერ მიაღწიეს გარღვევას სადავო კუნძულებზე უთანხმოების მოსაგვარებლად. დავას იწვევს ტერიტორია, რომელსაც რუსეთი სამხრეთ კურილის კუნძულებს უწოდებს, ხოლო იაპონია - ჩრდილოეთის ტერიტორია. ტოკიოში პირველად გაიმართა შეხვედრა "ორი პლუს ორის" ფორმატით, 2013 წლის ნოემბერში ფორმატის შექმნის შემდეგ. იაპონიასა და რუსეთს შორის უთანხმოება, რომელსაც ტერიტორიული დავა იწვევს, 2014 წელს გამწვავდა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ყირიმის ანექსია მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერას შეუდგა, ხოლო იაპონიამ სხვა ქვეყნებთან ერთდ სანქციები დაუწესა რუსეთს.

XS
SM
MD
LG