Accessibility links

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფება ვაშინგტონში


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფება ვაშინგტონში. 22 მარტს მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს ექსტრემისტული დაჯგუფების, "ისლამური სახელმწიფოს" საწინააღმდეგო საერთაშორისო კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი უმასპინძლებს. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს 68 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. დღის წესრიგშია "ისლამური სახელმწიფოსგან“ მომდინარე საფრთხეები, გლობალური კოალიციის მიერ წარმოებული ოპერაციები და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაშინგტონში ვიზიტისას მიხეილ ჯანელიძე შეხვდება საერთაშორისო კოალიციის წევრი სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ამერიკელ სენატორებსა და კონგრესმენებს და შეერთებული შტატების ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG