Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმში დაიწყო ჩვენი რადიოს კორესპონდენტის სასამართლო პროცესი


ყირიმში დაიწყო ადგილობრივი ჟურნალისტის, ჩვენი რადიოს კორესპონდენტ მიკოლა სემენას სასამართლო პროცესი. სხდომის დაწყებამდე სემენამ, რომელიც სეპარატიზმის მხარდაჭერაშია ბრალდებული, ჟურნალისტებს უთხრა, რომ დანაშაული არაფერში მიუძღვის. სიმფეროპოლში სემენას სასამართლო პროცესის დაწყების ფონს ქმნის საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდება რუსეთის მიმართ, შეწყვიტოს ჟურნალისტის სამართლებრივი დევნა. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში სემენას, რომელიც 66 წლისაა, ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება. მან 2015 წელს დაწერა ჩვენი რადიოს ვებსაიტის "კრიმ.რეალიისთვის" სტატია, რომლის გამოც ყირიმი მას ადანაშაულებს „რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ“ მოწოდებაში. გასულ კვირაში ევროპარლამენტმა მიიღო მიმართვა მოსკოვისადმი, გაათავისუფლოს უკრაინის 30-ზე მეტი მოქალაქე, რომელიც ან დაპატიმრებულია, ან სხვა სახით ეზღუდება თავისუფლება. რუსეთმა 2014 წლის მარტში მოახდინა უკრაინის კუთვნილი ყირიმის უკანონო ანექსია.

XS
SM
MD
LG