Accessibility links

ერევანში შეტაკება მოხდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის


ერევანში შეტაკება მოხდა პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის. დემონსტრანტები მოითხოვდნენ ოპოზიციის აქტივისტის, არტურ სარქისიანის სიკვდილის გარემოებების გამოძიებას. სარქისიანი 16 მარტს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ის ციხეში 25-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაათავისუფლეს. სარქისიანს ბრალი ედებოდა გასული წლის ივლისში პოლიციის კორდონის უკანონო გარღვევაში რადიკალური ოპოზიციური ჯგუფის წევრებისთვის საკვების მიტანის მიზნით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG