Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე 23 ადამიანი ემსხვერპლა ბაღდადში მომხდარ აფეთქებას


ერაყის პოლიციისა და სამედიცინო პირების თქმით, ბაღდადში ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 23 და დაიჭრა 45 ადამიანი. დღეს საღამოს მომხდარი თავდასხმის სამიზნეს წარმოადგენდა დედაქალაქის სამრეთ-დასავლეთით მდებარე რაიონის სავაჭრო ნაწილი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ჯგუფს არ უკისრია, თუმცა ბაღდადში წარსულში მომხდარი მსგავსი აფეთქებების უკან იდგა ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“. თავდასხმის ფონია ერაყის შეიარაღებული ძალების მიერ ექსტრემისტებთან გამართული ინტენსიური ბრძოლა მოსულზე კონტროლის დასამყარებლად. დღეს საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა დასავლეთ მოსულის ძველი ქალაქის მახლობლად. მოსულზე "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ შეტევა გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. მიმდინარე წლის იანვარში სამთავრობო ძალებმა გამოაცხადეს, რომ აღმოსავლეთ მოსული „სრულად გაათავისუფლეს“. ამავე თვის ბოლოს კი სამთავრობო ძალებმა დასავლეთ მოსულის მჭიდროდ დასახლებული უბნებზე დაიწყეს შეტევა, იქიდან "ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტების განდევნის მიზნით.

XS
SM
MD
LG