Accessibility links

რუსეთის საპატიმროში მკვდარი იპოვეს „როსკოსმოსის“ ყოფილი ხელმძღვანელი


18 მარტს რუსეთის საპატიმროში მკვდარი იპოვეს კოსმოსური სააგენტოს, „როსკოსმოსის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ვლადიმირ ევდოკიმოვი. მას სხეულზე აღენიშნებოდა ბასრი იარაღით მიყენებული ჭრილობები. 55 წლის ევდოკიმოვი დეკემბერში დააპატიმრეს თაღლითობაში ეჭვის საფუძველზე და წინასწარი დაკავების საკანში მოათავსეს. პროკურატურამ დაიწყო გამოძიება „როსკოსმოსის“ ყოფილი ხელმძღვანელის მკვლელობის საქმეზე. ის საკანში 11 სხვა პატიმართან ერთად იყო. მას ორი ჭრილობა აქვს მიყენებული, ერთი მკერდის და ერთიც - კისრის არეში. რუსეთში ყოფილი ოფიციალური პირების დაპატიმრების შემთხვევაში, მათ სხვა პატიმრებისგან განცალკევებით ათავსებენ სათვალთავლო კამერებით აღჭურვილ წინასწარი დაკავების საკანში, თუმცა სახელმწიფო საზედამხედველო კომისიის ინფორმაციით, ევდოკიმოვი გადაიყვანეს საკანში რომელიც არ იყო აღჭურვილი სათვალთვალო სისტემით.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG