Accessibility links

ლუკაშენკოს მტკიცებით, დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც ბელორუსიაში „შეიარაღებულ პროვოკაციას გეგმავდა“


ბელორუსიის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მტკიცებით, ქვეყანაში დააკავეს 20-მდე მებრძოლი, რომლებიც „შეიარაღებულ პროვოკაციას გეგმავდნენ“. ლუკაშენკოს თქმით, ეჭვმიტანილები, სავარაუდოდ, წვრთნას გადიოდნენ ბელორუსიაში, უკრაინაში, „უფრო მეტად, კი, ალბათ“ ლიტვასა და პოლონეთში მდებარე სამხედრო ბაზებზე. ბელორუსიის ლიდერმა განაცხადა, აგრეთვე, რომ დამნაშავეთა საქმიანობას ლიტვასა და პოლონეთში მოქმედი წყაროები აფინანსებენ. ლუკაშენკოს ეს ნათქვამი მოჰყვა მისსავე გუშინდელ განცხადებას, რომ მისი ოპონენტები წარმოადგენენ „მეხუთე კოლონას“, რომელიც დასავლური ფონდების დახმარებით ცდილობს, ბელორუსიაში „ვითარება გაამწვავოს“.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG