Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გლობალური სამრეცხაოს“ ანგარიშის თანახმად, რუსეთში ფულის გათეთრების მწყობრი სისტემა მოქმედებს


2010-2014 წლებში რუსეთიდან უკანონოდ გაიტანეს, სულ ცოტა, 20 მილიარდი ამერიკული დოლარი. ამის შესახებ ლაპარაკია ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის კვლევის „გლობალურ სამრეცხაოდ“ წოდებული პროექტის ანგარიშში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა. ანგარიშში რუსეთიდან ფულის მასშტაბური გადინების ფაქტი დახასიათებულია, როგორც ფულის გათეთრების მსხვილმასშტაბიანი სქემა. ანგარიშის თანახმად, თაღლითობაში ეჭვმიტანილ რუსეთის მოქალაქეებს კავშირი აქვთ რუსეთის მთავრობასთან და უსაფრთხოების სამსახურებთან. „ფინანსების გარკვეული ნაწილი გაედინებოდა რუსეთის ხაზინიდან, თაღლითობის, სახელმწიფო კონტრაქტების გაყალბებისა თუ გადასახადების თავიდან აცილების გზით“ - წერია ანგარიშში, რომელიც უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების თანამშრომლობის შედეგად მომზადდა. ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის კვლევის ახალი დოკუმენტი გაგრძელებაა ფულის გათეთრების ბრალდებების შესახებ 2014 წელს მომზადებული ანგარიშისა. საერთო ჯამში, გამოძიების პროცესში განიხილეს 70 ათასამდე საეჭვო ტრანსაქცია, რომელსაც 96 ქვეყანაში ახორციელებდა რუსეთის კონტროლქვეშ მყოფი 21 კომპანია.

XS
SM
MD
LG