Accessibility links

თურქეთმა გააუქმა გერმანიაში ერდოანის მხარდასაჭერად დაგეგმილი ყველა ღონისძიება


თურქი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ აღარ ჩაატარებენ გერმანიაში დემონსტრაციებს თურქეთში 16 აპრილის რეფერენდუმისათვის მხარდაჭერის მოსაპოვებლად. დემონსტრაციების მიზანი იყო გერმანიაში მცხოვრები მილიონობით ეთნიკური თურქის დარწმუნება, რომ რეფერენდუმში ხმა მისცენ პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის უფლებამოსილების გაზრდას. თურქი პოლიტიკოსების გადაწყვეტილების ფონია დაძაბული ურთიერთობა ანკარასა და ბერლინს შორის. გასულ კვირებში გერმანიისა და ნიდერლანდის მთავრობებმა დემონსტრაციებზე გამოსვლის უფლება არ მისცეს თურქ მინისტრებს, მათი განმარტებით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო. ამის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა გერმანია და ნიდერლანდი ნაცისტებს შეადარა. გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, ფოლკერ ბუფიემ 21 მარტს განაცხადა, რომ „ერდოანმა დაშვებულ ზღვარს გადააბიჯა“ და გერმანიას აღარ სურს თავის ტერიტორიაზე თურქეთის ოფიციალური წარმომადგენლების მიღება.

XS
SM
MD
LG