Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ ჯანელიძე ვაშინგტონში მონაწილეობს საერთაშორისო კოალიციის წევრი ქვეყნების მინისტრების კონფერენციაში


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე იმყოფება ვაშინგტონში, სადაც 22 მარტს მონაწილეობას მიიღებს ექსტრემისტული დაჯგუფების, "ისლამური სახელმწიფოს" საწინააღმდეგო საერთაშორისო კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების კონფერენციაში. შეხვედრას, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი უმასპინძლებს, დაესწრებიან 68 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები. კონფერენციის დღის წესრიგშია "ისლამური სახელმწიფოსგან“ მომდინარე საფრთხეები, გლობალური კოალიციის მიერ წარმოებული ოპერაციები და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ვაშინგტონის კონფერენციაში მონაწილეობა ადასტურებს, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო კოალიციის საქმიანობასა და ტერორიზმთან ბრძოლის პროცესში. „ჩვენი როლი მნიშვნელოვანია რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხითაც და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ვსაუბრობთ საქართველოს ამ ფუნქციაზეც“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

XS
SM
MD
LG