Accessibility links

ზუგდიდში გაიხსნა C ჰეპატიტის მართვის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრი


ქალაქ ზუგდიდში გაიხსნა საქართველოს მასშტაბით მეორე, C ჰეპატიტის მართვის, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრი, სადაც ბენეფიციარები „ერთი ფანჯრის“ პრინციპით, უფასოდ მიიღებენ სხვადასხვა მომსახურებას - სკრინინგს, დიაგნოსტიკას, ექიმის კონსულტაციას და მედიკამენტებს. ცენტრის გახსნას დაესწრნენ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში, იან კელი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის შემდეგ რიგით მეორე ცენტრის ზუგდიდში გახსნა განაპირობა ამ რეგიონში C ჰეპატიტის გავრცელების მაღალმა მაჩვენებელმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ზუგდიდში დღეს გახსნილი ცენტრის მომსახურებით უფასოდ ისარგებლებენ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეებიც, რომლებსაც ნეიტრალური პასპორტები აქვთ. "C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში უკვე ჩართული 35 ათასი პაციენტიდან 25 ათასმა მკურნალობა დაასრულა და განკურნების მაჩვენებელი 98%-ია“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG