Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთი მიესალმა აშშ-ის მოწოდებას თალიბანთან საბრძოლველად მეტი ჯარის გაგზავნის შესახებ


ავღანეთს სურს, რომ აშშ-მა მეტი ჯარიკაცი გააგზავნოს ამ ქვეყანაში, რათა დახმარება გაუწიოს ამ ქვეყანას თალიბანთან და ექსტრემისტულ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში. ამის თაობაზე განაცხადა 21 მარტს ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სალაჰუდინ რაბანიმ, რომელიც მიესალმა ავღანეთში აშშ-ის ჯარის მეთაურის, გენერალ ჯონ ნიკოლსონის მოწოდებას, განათავსონ აშშ-მა, ან მისმა პარტნიორებმა, რამდენიმე ათასით მეტი სამხედრო ავღანეთში. ტრამპის ადმინისტრაცია გენერლის მოწოდებას არ გამოხმაურებია. ამ ეტაპზე ავღანეთში აშშ-ის რვა ათას ოთხასი სამხედროა.

XS
SM
MD
LG