Accessibility links

ევროკავშირი მაკედონიას მოუწოდებს, შეწყდეს პოლიტიკური დავა


ევროკავშირის კომისარმა გაფართოების საკითხებში, იოჰანეს ჰანმა სკოპიეში ვიზიტისას განაცხადა, რომ მაკედონიას სჭირდება თავი დააღწიოს პოლიტიკურ დავებს და ჩამოაყალიბოს მთავრობა რაც შეიძლება მალე, რათა კვლავ გზა გაეხსნას ევროკავშირის წევრობისკენ. „ტვიტერით“ ჰანმა გაავრცელა ცნობა, რომ ბოლო სამიტის შემდეგ ევროკავშირისკენ გზა მაკედონიისთვის ღია იყო. მაგრამ წამმზომიც ჩართულია. საჭიროა სახელმწიფო მმართველობა ტაქტიკის ნაცვლად. ეკონომიკა ზარალდება“, წერდა ჰანი. ჰანის ვიზიტის დროს 50 ათასი ადამიანი იყო ჩართულა დემონსტრაციაში, რომლის მონაწილეები არ ეთანხმებიან გადაწყვეტილებას, შეიქმნას მმართველი კოალიცია სოციალ-დემოკრატებსა და ეთნიკურ ალბანელთა პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის, რაც აქციის მონაწილეთა აზრით, ეროვნულ მთლიანობას უქმნის საფრთხეს. ჰანი პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდა ჩიხიდან ქვეყნის გამოყვანის გზების მოძებნის მიზნით.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG